გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
გინდა მკლავდე, არას გეტყვი - შენი ვარ. სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ, გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ, რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარს ჩემთვის ჩუმად ვამბობ: "რა ლამაზი ხარ"
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია, ეგ თვალები - ცაში ელვა მგონია. ვარდის სუნთქვა - შენი სუნთქვა მგონია. როს მეღირსოს, ვჰსთქვა: "გეთაყვა, ჩემი ხარ!"
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის! მინდა რამ ვჰსთქვა დ შენი სახელი მოდის! ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის? ერთხელ მაინც მკითხე: "აგრე რათა ხარ?"
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის? მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის? ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის? შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ! ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ! აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ! დ მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: "ძვირფასი ხარ!"
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ ორბელიანის პოეზია |