კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 14:45

 

 

 

ჩაბღუჯული მაქვს მოკლე სადავე -

თეთრი ფაფარი დაწნული ბირკით,

თითქო არ მახსოვს, ვინ ვარ, სადა ვარ -

ცხენმა ფლოქვებით გათელა ფიქრი.


მთიბველმა იცნო არწივის ჩრდილი

და მოუქნია ელვარე ცელი,

ცელს უღერებენ სექტემბრის დილას

მკლავღონიერი ადამის ძენი.


და ჩემი ხსოვნა, ვით მრუდე სარკე,

აწ დაწყვეტილი და ძველი ფირი,

ძლივსღა იგონებს შენს ვიწრო სარკმელს

და სექტემბერში გარინდულ თბილისს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ