თვალები ნისლით რად მებურება, რისთვის დამჩემდა ცაში ყურება, იქნებ გამოჩნდნენ... ოქროსფერ გუნდად გადაიარონ მოლაღურებმა.
მზეზე გაბრწყინდეს თაფლის წვეთებად; წამსვე გაქრება ზაფხულის ხვატი, დაღალულს მუხლი მომეკვეთება.
მომელანდები შემკრთალი სახით, სადა ხარ ახლა... მოწყენით ვისმენ დავიწყებული მინდვრების ძახილს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |