მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
სხვადასხვაგვარი არის ფრინველი, სხვადასხვაგვარად უყვართ ყოველი, ზოგს ურჩევნია ჩიტი ლამაზი, ზოგს მოჟღურტულე, ზოგს მგალობელი.
ისიც ჩემსავით არის უბრალო, ალაგ თეთრია, ალაგ შავია.
უნგრეთის ტურფა დაბლობის მკვიდრი, ალფელდის მკვიდრი, ჩემებრ ღარიბი.
მე რომ აკვანში ავტირდებოდი, ის დამძახოდა ციდან ნუგეშით.
როცა ტოლები ჯოგს მოდენიდნენ, არ ვერთობოდი მათთან თამაშით.
ვუცქერდი, როგორ ცდილობდნენ ფრენას ყანჩის ბარტყები პაწაწინები.
და ერთი ფიქრი, ფიქრი მუდმივი, არ მშორდებოდა არასდროს არსად: რატომ ჩვენც ფრთები არ დაგვყოლია, რატომ ვერ ვფრინავთ ფრინველთა მსგავსად.
მაგრამ რად მინდა გავლა მიწაზე, როდესაც სული სიმაღლეს ელტვის!
დედამიწას რომ დასცქერს მაღლიდან, ოქროს სხივების ქუდს რომ ახურავს.
მეგონა ყველას ეს ბედი ელის, ვინც სინათლეს ჰფენს, ვინც მაღლა არი.
მას, როგორც დედას, მოჰქონდა ჩვენთვის ხილით და ყურძნით სავსე გიდელი.
რადგან მას ჩემგან მიჰყავდა ყანჩა, უსაყვარლესი ჩემი ფრინველი.
მე ჩემს გაფრენილ ახალგაზრდობას ასე მოწყენით გავყურებ ახლა.
წინასწარ ვგრძნობდი, რომ ერთდროს ასე დაობლდებოდა ჩემი სახლ-კარიც.
ბუნება მწვანე კაბას იცვამდა, ზედ ყვავილები ეხატა ჭრელი.
თბილი ქვეყნიდან ჩვენთან მოფრენილს ვეგებებოდი ყანჩას პირველი.
ჩემს ქურანს თავზეხელაღებული მოვევლებოდი, როგორც მერცხალი.
მოგვსდევდა, მაგრამ ვერ გვეწეოდა გაწბილებული ველის გრიგალი.
აქ ვარ ნამდვილად თავისუფალი, აქ ჩემს ოცნებას არ აქვს საზღვარი.
და ჩანჩქერების კლდეზე ჩხრიალი, ბორკილის ჩხრიალს არ მომაგონებს.
იგი ლამაზი ქალწულის მსგავსად, სახეს იფარავს პირსაბურავით.
ის მხოლოდ მათ წინ წარსდგება ხოლმე მზეთუნახავის უცხო მშვენებით.
მივარდნილ ველზეც ბევრჯერ ვყოფილვარ, კაცთა სიშორით რომ არის მშვიდი.
ტბას გავხედავდი და იქვე ახლო აღმოვაჩენდი ჩემს ერთგულ ყანჩას.
იგი ლურჯი ტბის სიღრმით ტკბებოდა, მე ჩამავალ მზის გასხივოსნებით.
და მიყვარს იგი, თუმც არ სტვენს ტკბილად, არც გარეგნობა აქვს მიმზიდველი!
ის ერთადერთი სახსოვარია, რაც იმ ბედნიერ დღეთაგან დარჩა.
და თბილ ქვეყნისკენ როცა მიფრინავს, ახლაც ვაცილებ ლოცვა-კურთხევით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შანდორ პეტეფის პოეზია |