კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 10:27

 

 

 

როცა გულს ეჯიბრება, გული გაუთენარი,

გულის ძგერას ყურს ვუგდებ სახე-გაფითრებული,

მიმაქროლებს სადღაცა გული მოუსვენარი,

სიჩქარეს და განსაცდელს მუდამ შეყვარებული.


უფსკრულის წინ თვალები შიშით ჯერ არ დახრილა,

საშიშარი მანძილი ბევრჯერ გამოზომია.

ო, რამდენი სინათლე ჩემს თვალებში ჩაღვრილა,

და რამდენი ვარსკვლავი ფრთებზე შემომსხდომია.


სასწაული არ ვიცი უფრო შეუცნობელი:

როგორ უძლებს, - მაკვირვებს, - გრძნობას უმხურვალესსა

ეს პატარა მანქანა, ასე დაუცხრომელი

ეს პატარა მოტორი უცნაური ძალისა!


ალბათ გულში მზე ჩადის, ციდან გადმოღვარული,

მიტომ იწვის მარდ-ჟამ გასაოცარ ანთებით

უნაპირო საწყაო უზომო სიხარულის,

საკვირველი ჭურჭელი, ამდენ ჭირთა დამტევი!


თუმცა ბრძოლის სიმწვავეს ბევრჯერ გაულეწია, -

გული მაინც სავსეა სინათლით და რითმითა.

გული მაინც საღია, თუმც ჭაღარა მეწვია,

თუცა ბევრმა იმედმა, ბევრი ჭირი იტვირთა.


ვინ დარჩდილავს პოეტის გულის პატიოსნებას!

ვინ გაჰბედავს ამ გულის მზაკვრობაში ჩათრევას?

რა გამოლევს ამ გულში სიხარულს და ოცნებას

ვიდრე გული არ დაშრეტს სისხლის მზიურ შადრევანს?

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ