კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 აპრილი 2025 01:40

 

 

 

სხვისი ტკივილიც მწარედ მტკენია,

(სხვა არაფერი არც მაბადია),

თუ კი რამ ცოდვა ჩამიდენია

ალბათ იმიტომ - რომ მაპატიო...


იმ ტკივილს ახლა ვინ გამიგონებს,

ან ლოცვას - ღმერთს რომ შევახვეწებდი...

შენ მაპატიე - რომ ვერ გიპოვე,

არ მაპატიო - რომ არ გეძებდი...


ახლა მე შენთან წუთებს მითვლიან,

ცოტაც და სულიც გამომეცლება...

და კაცმა რომ თქვას - როგორც იტყვიან

მე შენთან ალბათ არც მომესვლება...


არც რას გიმხელდი, არც გიმალავდი,

ჩემთვის ვცოცხლობდი, ჩემთვის ვკვდებოდი,

შენ მაპატიე ყველა ღალატი...

...მე რა ვიცოდი, თუ შეგხვდებოდი...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვასილ ბესელია  • • •   ვასილ ბესელიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ