კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:00

 

 

 

გაზაფხულამდე ალბათ დიდხანს მომიწევს მოცდა,

ცივმა ზამთარმა სევდა მომცა, ლხინი წამგვარა…

„აღარ მიყვარხარ!” - ღმერთო ჩემო ეს რა წამომცდა,

ხომ შეიძლება შენც იფიქრო ჩემზე ამგვარად.


გათენებამდე მთვარეა და მთელი ღამეა,

მღერის ქარი და პაემანზე ტყისაკენ მიჰქრის…

„ისევ მახსოვხარ!” - ღმერთო ჩემო, რა სიამეა,

ხომ შეიძლება შენც გაივლო ამგვარი ფიქრი.


ვერ შეველევი ოცნებებს და ვარდისფერ ფიქრებს.

თუმცა ტკივილმა უნუგეშოდ მტანჯა და მთენთა…

„მე გელოდები!” - ღმერთო ჩემო, ვინ იცის იქნებ

მელოდებოდე, - ავდგები და წამოვალ შენთან.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვახტანგ ღლონტი  • • •   ვახტანგ ღლონტის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ