ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ კვლავაც, მზე სამზეოს ამზეურებს უმზეობით დაღლილს, აღარ დევნის მადევარი დევნილს მოსაკლავად, და ტალღებში ტალღა ტალღას ტალღასაც არ ახლის.
მარტოსული მარტოობას მარტოობით ვებრძვი, სიყვარულო, შემაყვარე, ვინც მიყვარდა, კვლავაც სიძულვილო, შემიძულე მძულვარების მსხვერპლი.
საპოვნელავ, მაპოვნინე უპოვნელი კაცთა, მოლოდინის მომლოდინე ველოდი და ველი, სიცოცხლეო, გამიცოცხლე უსიცოცხლო განცდა.
წასასვლელი წასულა და წაუსვლელიც წავა, დე, სიკვდილმა, სასიკვდილო, მომკლას უსიკვდილოდ, ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ კვლავაც. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ღლონტის პოეზია |