იქნება - მეთქი! გაგრძელება იქნება მალე სულ ახლო ხანში გაგრძელება უწევს ყველაფერს: დაუმთავრებელ მოგონებას, შეწყვეტილ ალერსს, ტანჯვით მიგნებულ ფიქრს, უცოდველ ბავშვის რწმენამდე.
და შთაგონებას და ხორხიდან ამომსკდარ სიცილს, და დაეჭვებას, და სინანულს, და ნაადრევად იმედგადაწყვეტილ მოლოდინსაც ექნება, ვიცი.
ნატვრისთვალივით გაცხადდება შვილში - მშობელი, დროის ყამირზე კვალს გაიტანს გუთანი კალმის და შეცნობილად გადიქცევა შეუცნობელი.
და საკმარისი აღმოჩნდება სტრიქონი მხოლოდ, ერთი მართალი, გაბედული სტრიქონი მხოლოდ, რომ გამართლება მოენახოს კაცის ცხოვრებას! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |