მოგნატრებია ოდესმე ტირილი? ოდესმე ცრემლი მოგნატრებია? თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ვისიმე ჯავრი თუ გქონებია? ღამე მთვარესთან გითენებია? წვიმაში თმა თუ დაგსველებია? თვალები ცრემლით დაგსველებია? ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბათ სიმღერაც მოგძალებია. თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში? თუ გიცინია აცრემლებამდე? გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია? რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ, ამდენი გრძნობა თუ შეგძლებია... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |