ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია, იგი ელვარებს, საბოლოოთ დაშრება ვიდრე, მასში სახელი პოეტისა მე დავიმკვიდრე, რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია.
არ მომწყინდება სადღეგრძელოდ ავწიო თასი თქვენი, რომელთაც გატაცება... მხოლოდ... ჟინია. მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია.
მე არ ვუღიმი იმ პიგმეებს, რაც კი მტვერია - მე ვმღერი ისე, ვით არავის არ უმღერია - ასსონანსია სათაყვანო ჩემი სიმდიდრე.
არ მომწყინდება სადღეგრძელოდ ავწიო თასი თქვენი, რომელთა გატაცება ცეცხლის ჟინია.
დეე ისმოდეს: რისთვისაა პოეტი მეფე? უფრო ხმამაღლა დაიძახონ... არ მეშინია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |