ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ, ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა... ორგულთა სიმრავლე არ მატირებს, - ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.
ცხმორთან, ანანურთან, შენაქოსთან, დიდი სიძულვილი არ მადარდებს, - მცირე სიყვარულმა შემაშფოთა.
ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა... იმას რა მოვკითხო, ვინც გყიდულობს, ჯავრი იმისი მჭირს, ვინც გაგყიდა.
დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი... მახვილის სიმრავლე რას გარგია, მკლავი, მომქნეველი, აღარ არი.
ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა... ორგულთა სიმრავლე არ მატირებს, ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |