კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:57

 

 

 

არა მტერმა და ორგულმა,

არა გადამთიელმა,

ღმერთო, ჩემო, შინაურმა,

მომკლა, გამატიალა.


მე რომ მკერდში ვიხუტებდი,

ვუკოცნიდი იარას,

სწორედ იმან, სწორედ იმან

მომკლა გამატიალა.


სანამ იყო, რა მეფერა,

დედა, რა მეტრფიალა?!

წავიდა და დამიტოვა

შხამით სავსე ფიალა.


კი ბატონო, მე გამოვცლი

ამ ფიალას მთლიანად,

ღმერთმა შენ კი შეგარცხვინა

შენი ღალატიანად.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ