კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:21

 

 

 

ორმოცდაათი წელია, არის ქროლა და ჭენება -

მაგ ქროლაშია მშვენება!


ომი, შიმშილი, უგრძესი, უვრცესი ღამის თენება -

თენებაშია მშვენება!


ტკბილ საქართველოს გულისთვის დაუცხრომელი შენება!

შენებაშია მშვენება!


დროდადრო ოაზისივით იელვებს ტურფა ჩვენება -

ჩვენებაშია მშვენება!


დავიღალეო, არ მითხრა, სულ მუდამ ბრძოლა გენება! -

მაგ ბრძოლაშია მშვენება!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ