ამ ქალს დაარქვეს შავი პანტერა - მოხაზულს უცხოდ, მკვრივსა და ნატიფს. კაცის ჯოგები გადამამტერა: უარი - ყველას! პოეტთან-დადის!
ვუღიმით შურს და ქალების პუტუნს; ჩვენ-არაფერი! ან ვჭორავთ ვინმეს, ან ვფურცლავთ ბლოკს და ვაბოლებთ თუთუნს.
ორი დღით ჩაწვა ჩემი პანტერა; ხვალ ისევ გავალთ პირნათლად ხალხში - ვრჩები რაინდად, ვრჩები ქართველად!
ეს ბღვერა შურით ანთებულ თვალთა, მუსიკა, ცეკვა, ხალხის მაგია და შენ, პოეტო, მშვენიერ ქალთან! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |