საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი? რას მომცემს ისეთს მე საქართველო, და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით, ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
ედემის ციურ ხატებად სთვლიდა, ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი, ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს? ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს, მაგრამ არავინ იძლევა პასუხს!
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი? რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო, და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს… ვწუხვარ… ვეძახი სიცოცხლის მიზანს, მაგრამ არავინ იძლევა პასუხს… |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |