დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეში რომ დამენახა რამე ნათელი და მოვიგონე ნეტარნი დღენი და გაზაფხული უკანასკნელი.
ახლა ღამეა… ქვითინებს ქარი, რომ გამახსენოს ტკბილი წარსული და მოგონების სახე ნეტარი.
განა არა მაქვს წინ მომავალი? რად ჩავიგონო გზის უმიზნობა. რად ავარიდო სიცოცხლეს თვალი?
დავიწყებული სად არის ჩრდილი? დაბრკოლებები? - უამისოდ ხომ არც გმირობას აქვს ქვეყნად ადგილი?
ზღვათა ქუხილით. წყალთა ლიკლიკით… და დავამკვიდრებ დაღლილ სიცოცხლეს შორს, სხვა ედემში! შორს, ჩემს ბედს იქით! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |