კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 26 აპრილი 2025 03:36

 

 

 

გაზაფხულზე

შენთან მოსვლას დავაპირებ,

თუ მეგზურად

ია-ია გამომყვება,

ტყეში ნიავს

სიხარულით ავატირებ,

გვირილებთან

მომიხდება დამოყვრება.


გულისტოლი

დაუკარგავს ჩიტბატონას,

ლურჯი მდელო

ცრემლის მძივმა გადაქარგა, 

და ჩურჩულებს

ქარი, -

რატომ მიატოვა, 

ის პირველი

სიყვარული რად დაკარგა.


მე კი მაინც

შენზე ფიქრი არ მშორდება,

ისევ ფრთას შლის

დარდი, სულში მიმალული, 

რა ძნელია

გულისტოლთან განშორება,

რა ტკბილია

ის პირველი სიყვარული!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ