კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:23

 

 

 

ძვლები დამიფშვნა, დამკრა ციებამ,

ბუხართან ქალი ნაწნავებს ნასკვავს.

ქალს სიცხიანი თვალი მიება,

როგორც დაღესტნის კრიალა ვარსკვლავს.


მას ქმარი ჰყავდა, ტიალ ბორანთან,

ალაზნის პირას, მოჰკლეს თუშებმა,

საცაა იგი ჩონგურს მომართავს

და ძველი სევდა მოეშუშება.


ფანჯრებში მთვარე შემოპარულა,

ქალს არ დახსნია დარდი ორგული:

- ისევ ქმარს სტირი? - ვკითხე ფარულად.

- სიყვარულს ვტირი! - ამბობს ჩონგური.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ