შუაღამისას, - საათი რომ დარეკავს თორმეტს; ბიჭები როცა გადაკრულში არიან ხოლმე; სახლში შემოჰყავთ საიდანღაც დიაცი სიძვის და... სიგარეტი საფერფლეზე თავისით იწვის...
ქუჩა როცა შავად კრიალებს; ვითომ ტრამვაის უცდის როცა დიაცი მრუში... ქუჩაში როცა უხმაუროდ გაისრიალებს უკანასკნელი ტროლეიბუსი...
ოდეს საფლავს აწვიმს მამისას... და... ვეღარც ვფიქრობ, აღარც ფიქრობ, ვითარცა გუშინ, - უხმო ძახილი გეყურება უხალხო ქუჩის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |