კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 20:54

 

 

 

ბოლოს ხომ უნდა მენახე სადმე,

ხომ შემხვედროდი უნდა ერთხელაც,

ვლაპარაკობდი ხმამაღლა განგებ,

რომ გაგეგონა და მოგეხედა.


იყო ორივე - სიცივეც, ცეცხლიც,

მიხვედრაცა და ამღვრევაც თითქოს,

ძალიან ვიწრო კაბის სიმორცხვე,

შემკრთალი მზერის უცები სითბო...


მერე, როგორც დღე იზრდება ნელა,

როგორც იზრდება შიში ღამეში,

ისე მოდიდდი ხმებად, ფერებად,

შენ ჩემს სმენაში, სულში, თვალებში.


ალამაზებდა ხატება შენი -

ქალაქს, გამზირებს, სახლსა თუ სართულს, 

ვგრძნობდი მე ყოველ მშვენიერ ფერით

სულში შენს თბილ და უცნაურ ფათურს.


შენი ხმით რეკდა დუმილი ჩემში,

ხოლო ქუჩები ათასგვარ ხმებით

იმეორებდნენ შენს სახელს ჟინით

და მემსხვრეოდა თანდათან ფრთები...


მე გამოგძერწე ასე, ამგვარად

და ბოლოს თვითონ ვიგრძენი რიდი,

ბოლოს უმწეოდ შევდექი, რადგან

შენ იყავ სხვა და შენ იყავ დიდი.


მე მხატვარივით ვიდექი წლობით

შენი ლანდის წინ - ათასი ფერით,

მე შევქმენ შენგან, მე ვინაც მსურდა

და მას დავარქვი სახელი შენი.


და ბოლოს, უხმოდ წავედი მართლაც,

სრულიად უხმოდ, ისე ვით ნისლი,

შენ გაგეცალე ერთხელაც, რადგან

დავჩნდი მტვრად ფეხის, რაც შევქმენ მისი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ