კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:41

 

 

 

პუშკინმა სკვერი არჩია

ლერმონტოვს ჰკლავენ ტრამალში

სიკვდილისაკენ გასწია

ლორდ ბაირონმა ლამანშით.


პეტეფიც მაგათ მხარშია, 

ისის ქარშია ფრთამალში

გვწამს ფედერიკო გარსია

უხორცოსავით მამაცი!


ვთქვათ, ტრაგედია არც კია:

თავგაყოფილი დრამაში,

ვახსენოთ, ხარჯი ხარჯია,

ესენინ, ბიჭი ლამაზი!


პოეტი - სხვაგან ასია,

საქართველოში - სამასი,

გალაკტიონი თავშია,

რაღა თქმა უნდა, ამაშიც...


დიდი პოეტი მსგავსია

და ყველა ერთი მთავარში:

სუყველა - დიდი ბავშვია,

უყვარს სიკვდილთან თამაში!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ