კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 08:05

 

 

 

უმეციხოვნე ციხედ დამამხე,

რომ შენი ხელით ჭერი დამხურო,

მომედე, როგორც წვიმა ბალახებს,

როგორც ყვირილი საგაზაფხულო!


და შორი, როგორც უნისლო სივრცე

და სიყვარულში ასე ქვაწვია,

დევის მკლავებში გამაკარ ისე,

ვით არტახებში ბავშვი პაწია.


ნუ მოხვალ ჩემთან გაუბედავად,

ნუ მეტყვი სიტყვას გულის კანკალით,

მოდი და როგორც ტყვია ბერდანის,

ეგ სიყვარული გულში დამკარი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ