როგორ მინდა, მინდა, მი... ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა... გაგონება შენი ხმის, შენი ნაღვლიანი ხმა.
ისევ თბილი, თბილი, თბი... მკრთალი ოქტომბერის თვე, და სიმღერა, შენ რომ თქვი.
ისევ დიდი, დიდი, დი... ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე, მკერდიდან რომ სისხლი დის...
შენ მშორდები... თანდათან... ჩემზე უკეთ აბა ვინ, ვინ უმღერებს დაღლილ ტანს.
მე კვლავ მინდა, მინდა, მი... გავიგონო შენი ხმა და ტკივილი შენი ხმის... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ჭანტურიას პოეზია |