მძაფრი ბურუსი იტაცებს ბურუსს, თითქოს ქაოსში ხმაურობს განგი, ხეების რყევა ბაძავს კენგურუს და დახრილ ვერხვებს ორანგუტანგი.
და ჰკივის იგი ცეცხლმოდებული, შიმპანზეს მთებში მისდევს შიმპანზე, გრიგალს - გრიგალი აშფოთებული.
იქნება დაცხრეს მშფოთვარე გული... იქნებ გამოჩნდეს სადმე კამჩატკა, რუქაზე არსად არ აღნიშნული. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |