და აი, როგორც სველი ძაღლები, ისევ მოგროვდნენ კართან ჩრდილები და მოითხოვენ კარის გაღებას: ყეფით, წკმუტუნით და დაჟინებით.
ღამე თუ შლამი, შლამი თუ სული, თუ უაზრობით შემკრთალი წამი, თუ სიმარტოვით გახსნილი წყლული...
ფუძეგამოცლილ ცასა და მიწას, ვერც სისხლის სითბოს ვერ შეცვლი ცეცხლით ვერც დაპირებას ვერ აქცევ ფიცად.
ვერ დააბრუნებ გასროლილ ტყვიას და სხვას არასდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია.
დღეის აჩრდილი და ხვალის მტვერი, მაგრამ ვერავინ ვერ მოიშორა იმედი - სულის მთავარი მტერი.
კვლავ განსაზღვრული სიჩქარით მიჰქრის და მაინც ხალხში დაეძებს საკვებს მშიერ თაგვივით თამამი ფიქრი.
ნახვამდის, თუმცა შენთან ვარ ისევ და დაყრუებულ სხეულით ვისმენ შენ ხმას თუ ხმაურს: მხნეს და უბრალოს... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |