კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:22

 

 

 

იქ, მთაში იყო

მოცვი, ბორცვი, ბჟოლა და ჟოლო...

როგორ მიყვარდა

ბავშვობაში აგვისტოს ბოლო!

ვტოვებდით სოფელს,

მინდვრებს, კორდებს, რიყეს და ჭალას 

ვუბრუნდებოდით 

კვლავ ვეება, ნაცრისფერ ქალაქს.

მოაყვირებდა დიდუბიდან საყვირი თბილისს

და უცბად გულიც,

ბავშვის გულიც იწყებდა ყვირილს:

ხალხის ზრიალში

მშობელ მამას ეძებდა თვალი

ხვატთან ნაბრძოლი, ნაჯაფარი,

კუნთი და ძვალი,

სატინის ბლუზით,

წარბშეკრული, ჩუმი და მკაცრი

პერონზე იდგა და

გველოდა ერთგული კაცი - 

გოგოლის ქუჩით ქურთი მუშით 

მოგვქონდა ბარგი,

ჰაერში იდგა უცნაური სიმწიფის ბანგი.

და უცბად,

როგორც უაზრობა, აბსურდი სრული -

ნაწვიმარ ასფალტს 

ჰქონდა გაჭრილ საზმთროს სუნი -

ეს ყველაფერი

ახლა გროში არა ღირს სხვისთვის

ნეტავი რისთვის დაიწერა,

ნეტავი რისთვის!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ