გიყურებ ასე მშვენიერს და უცხოდ სახიერს, როგორ უხდები ამ გაზაფხულს და ამ მზიანეთს, არას ვინაღვლებ, სიძულვილით თუ დამამსხვრიე, ოღონდაც მერე სიყვარულით გამამთლიანე. ბოშა ქალივით ფოთლის ჭრელი კაბით მროკავი ჩამივლის ქარი და ცბიერად მითვლის ნაბიჯებს, არაფერს ვიტყვი, სიძულვილით თუკი მომკალი, ოღონდაც მერე სიყვარულით გამომაღვიძე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |