როგორ მაშინებს ჩვენს სოფელში მე დაბინდება, სიჩუმე მოდის, როგორც დედა მკვდრის საფლავიდან; მკვდარ ძმებთან წასვლა და ტირილი მეც მომინდება, არ ვიცი სოფლის მყუდროებას ვით გადავიტან.
თითქოს სოფელი სასიკვდილოთ მიესვენება, მკვდრების ლანდებით აივსება ეს ჩვენი სახლი, მომაკვდავ რაშზე ჩემი თავი მომეჩვენება.
„გიყვარდეს მკვდარი, ვით ცოცხალის კოცნა გიყვარდა. წავიდეთ, სანამ მოვა დილა თვალგასახელი, სანამ მზის სხივმა არ აანთოს ქვისფერი ფარდა“.
გაიტაცებენ შიშის ასულს კოჭლი ქაჯები. სოფლის შიშისგან დასახსნელად შვაღამის ზარებს ცივ სამრეკლოზე ჩამორეკენ ღვთის დარაჯები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |