გაიხსნა ჭიშკარი. სულო, რად იჩქარი? ვეღარ დაბრუნდები: იქ საშინელია. ყოფნა გაწამდება, როცა დაღამდება, ვერ გათამამდება, ვინც გრძნობით ნელია.
ქალების მკერდები დამშრალან, კვდებიან. შიშით ვიხედები, გაყვითლდენ გულები, სნეული დედები ქრისტეს ვერ ხვდებიან.
ჰანგების ლოდობა, კბენა თვალებისა, კივილი მეხური, ცეკვა უხერხული, უკმეხი ფერხული გიჟი ქალებისა.
დღე ვინ შეაჩვენა, ტყე რამ გადარია, უფსკრული ქარდება, ვარსკვლავი ვარდება, ცა ვერ ივარდება, ცივი ცა მკვდარია.
ქორწილი ბინდური, ყვირილი მაყრების, ავი სახელები, გველთა გახელება. ციება, ცხელება და კვნესა ლახვრების. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |