მე ვკითხავ ვინმეს: ჩემს სონეტებს რად არ აფასებ?" მერმე უეცრად თამარ მეფე - ჩემი დობილი, ვთხოვ მოკრძალებით - შესვას ჩემი შესანდობელი და თავს დავიხრჩობ ბნელი ღამით ძველ დარაბაზე.
ჩემზე საუბარს გზა ექნება იქ დათმობილი, ვახშამი, ყავა, მადლობა და ავტომობილი, მშიერი ფიქრი სახვალიო დროს ტარებაზე.
რომ არ დაარსდეს გაზეთებში ძეგლისთვის ფონდი. და მთქნარების დროს ნუღარავინ დაიტრაბახებს,
მე მაგინებდნენ, მაგრამ ვიცი ქებაც ბევრს სურდა და უკაცრავად, თან წამომყვა იმათი ხურდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |