კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2024 04:52

 

 

 

გულში გიხუტებს ზეცა კრიალა,

დღეა მზიანი, თბილი, უშარო...

დანაშაული მართლა კი არი,

გულს შენი ტრფობა რომ დავუშალო.


გაფრენილ გნოლს ჰგავს სიშორე შენი,

თითქოსდა მესმის ვარსკვლავთა ჩქამი...

ამოვაბოლე აღმართი ქშენით

და სულს მიბრუნებს შეხვედრის წამი.


მზე ვის უნახავს გაუცინარი,

ვინ იყო მომსწრე მზის დაბადების?!.

ვარ სულ პატარა დარდის მდინარე,

შენით ვბორგავ და შენით ვწყნარდები.


ტრფობის ტაძარი მე ავიშენე,

მაგრამ სიმშვიდეც დავკარგე ამით...

მონატრებაა სიშორე შენი

და სიმფონია მთვარიან ღამის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ