კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 03:51

 

 

 

უცნაურია დღე საცნაური,

ზოგჯერ უტყვია სიტყვაც მართალი!..

შენა ხარ ჩემი დღესასწაული -

გაზაფხულიც და თეთრი ზამთარიც.


სულში შრიალებს ცათა ფერები,

ოცნების ბაღში სევდა დაცურავს,

მაცდუნა შენმა მშვენიერებამ,

შენი თვალების ელვამ მაცდუნა.


ვის ესმის ჩემი ოხვრა და კვნესა,

რად ჩამოსტირის სახე ცის კიდეს?!

მე შენში მხოლოდ სიყვარულს ვთესავ

და მასვე მინდა შენგან ვიმკიდე!


რით აგიყვავო სულის თავანი,

ან რით უკვდავგყო ამ ქვეყანაზე...

მე ლექსში ისე ვერ გავთამამდი,

ძეგლი დავუდგა შენს სილამაზეს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ