კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 25 ნოემბერი 2024 08:04

 

 

 

დღეებს ჩანახუტები,

ქრიან ლაღად წუთები,

მოსაცდელად არასდროს

ჩემთვის არა სცალიათ...

გაზაფხულით ვინთები,

სულში ჩავუფრინდები

ჩემი ლექსის სათავეს -

კოხტა გოგოს ხალიანს.


სიხარული - ნამცეცა,

გული ფიქრებში გამექცა,

უეცარი ღიმილი

და ტკივილიც ვიცი მე...

შავ-შავი ნაწნავითა,

გოგო საით წავიდა,

გზებო, რამე მითხარით,

ცაო, გადაიწვიმე!


სული ცაში ფართქალებს,

სალამური გავთალე,

სასიმღეროდ გავთალე, -

მოვიშორე სიმძიმე...

ჩემი ბედის ვარსკვლავი,

ვისთვის - გულმოსაკლავი,

ჩემი თვალების ცაზე

განუწყვეტლად ციმციმებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ