კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:22

 

 

 

თქვენ შეიძლება არ იცოდეთ

შოპენი, ბრამსი.

თქვენ შეიძლება არ გესმოდეთ

მუსიკის არსი.


მუსიკის გემო არ იცოდეთ,

ფერი მუსიკის,

მუსიკის ალში არ იწვოდეთ,

ცეცხლი ვის უკვირს.


გქონდეთ იმედი უმუსიკოდ

ხილვის, განცდების,

ნავარდი ცაში სულიერად

და აღტაცების.


მუსიკა არის ქარში, თოვლში,

მზეში, წვიმაში

მუსიკა მეფობს და არსებობს

თავგანწირვაში.


თქვენ შეგიძლიათ არ იცნობდეთ

მთვარის სონატას,

იმახსოვრებდეთ ამბებს ჭრელ-ჭრელს,

ქარის მონატანს.


თქვენ შეიძლება არ იცოდეთ

შოპენი, ბრამსი,

მაშასადამე არ იცოდეთ

მუსიკის ფასი.


მუსიკა ჰქვია ფოთლის შრიალს,

უსმინე წყაროს,

წყალია, მაგრამ რომ ამღერდეს,

იმისთვის წვალობს.


მუსიკა ჰქვია ტირილს ქალის

და ქალის ტკვარცალს,

მუსიკა ჰქვია წყლის წისქვილი

სიმინდს რომ მარცვლავს.


მუსიკა ისმის განწყობაშიც,

როცა ტირიან,

იგრძნო მუსიკა მათ ტკივილში

რა მარტივია.


არის მუსიკა საზრდო სულის,

თუმცა მუსიკით.

ვერ მოისაზრებ ყველა სურვილს,

სხვისგან, ყურს იქით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ