კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 06:09

 

 

 

ლექსის ამდენი მწერალი

რა დროს უნახავს, რა ჟამს,

ზოგი თავს გოგლას უტოლებს,

ზოგიც - ლადოს ან ვაჟას.


ჯერ ვერ შეჰბედეს ილიას,

ჯერ ვერ შეჰბედეს რუსთველს,

ვინ სადღეისოს ვერ ჩარხავს,

ვინ სახვალიოს უსტვენს.


დრომ უნდა ბრძანოს მართალი,

თავის ქება თუ რად ღირს

ვიცით და ნაღდი ვინც არის,

ლექსის იცნობა დამღით.


გვახსოვს, ვის ადრის რუსთველი

თავის მაქებარ მწერალს,

ოდითგან მოგვდგამს, ერთ არწივს

ასი დაჰკორტნის ძერა.


არც მეფის ხოტბა გიშველის

და არც ვაზირთა ქება,

დრო, უტყუარი მსაჯული,

გაყოფს ნაჭუჭს და ლებანს.


თორემ წალეკეს ერთურთი

ზაკვით, მტრობით და შურით,

რაც უფრო სუსტობს კალამი,

მით უფრო მაღლა სწყურის.


თითქოს დღეისდღეს ხედავდა,

ბრძენს ძალუძს დროის ათვლა...

თქვითო - იტყოდა რუსთველი -

თქვითო, ოღონდაც ნათლად.


ლექსის ამდენი მწერალი

რა დროს უნახავს, რა ჟამს,

ზოგი თავს გოგლას უტოლებს,

ზოგიც - ლადოს ან ვაჟას.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ