კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:40

 

 

 

დილა... პალმების ეროტიკა, სხივი წევს ჭერზე,

სხეულის ყოველ უჯრედ-ნერვში სინორჩით თბილა,

ზაფხულის სიო ეფერება ლამპიონს ყელზე

და ზღვის საშოში მზე კვარივით ჩამოღვენთილა.


ეს გაზაფხულიც დაითვრება გვალვებით, მგონი,

ბინდების გრილოს მე მოგიტან - სიტყვას დაენდე,

ფიცმიჯნურების ვერ მოვირგეთ ვერაფრით როლი,

იები, ნახე, ცვრების კოცნას როგორ დანებდნენ.


ერთ ზიარჭურჭელს ვეზიაროთ, დრო არის სანამ -

ვერ იქნებიან ცა და მთვარე ასე უბრები -

ვალაგებ ფურცლებს, ვხურავ კარს და ვიფარებ საბანს

და ძილწართმეულ სიზმრებიდან გესაუბრები...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დავით შემოქმედელი  • • •   დავით შემოქმედელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ