კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:56

 

 

 

- მითხარ, რა მოხდა, მერცხალო,

გაფიცებ დედა-ბუნებას,

აღარც დაფრინავ, არც გალობ,

რამ შეგიცვალა გუნება? 

ასე რად ზიხარ მარტოკა,

გულს მიკლავს შენი ყურება.


- რა გითხრა, გული მკვდარია,

და განა გამემტყუნება,

ჩემი თავნება მერცხალი. 

სხვა მერცხალს ეჟღურტულება;

თუმც სიყვარული ჭიკჭიკით

მე შემომფიცა მარადი...


- ავაჰმე, ჩემო ფრთოსანო,

თქვენშიც ყოფილა ღალატი?!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ