ჩემი ოცნების ცა მოიქუფრა, - აქეთ დარჩენის არ მაქვს უფლება და აგტკივდები, როს წავალ უფრო და ეს ტკივილი ბევრს შეშურდება.
ნეტავ, რად ელტვის ღამეს მთვარიანს?! კედელს ეხლება ხეთა ლანდები, ამ კედელს იქით მძაფრი ქარია.
მწვავდნენ, მდევნიდნენ შენი თვალები... მე ცისფერ ყვავილს მოგიტან ციდან და ისევ ცაში გავიპარები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თენგიზ სვანიძის პოეზია |