თეთრი ღამე, მთვარის თენთვა... ჩნდება ჩუმად ჩრდილთან ჩრდილი, მესმის შენი გულის ფეთქვა, როგორც ახლა, ისე დილით.
მზეა, წყნარი დარი არი, - ვერ დაადნობს შენს სინათლეს შავი ღამე დარიალის.
დამავიწყდა, ვერ გითხარი, რომ ქარი ფრთებს ატკაცუნებს და ირხევა ხე, ვით ქალი.
შენი ხმა, და ხმებს კრიალას მოაქვს ვარდის სურნელება ბარდებით და ეკლიანად.
და ცის თაღზე კრეფენ მთვარეს, დამავიწყდა და ვერ გითხარ, მზე ვერ დასწვავს, დავ, შენს თვალებს.
როგორც ახლა, ისე დილით, მესმის შენი გულის ფეთქვა, მიმზერს შენი სახის ჩრდილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |