კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:03

 

 

 

უამური, ცივზე ცივი ქარი ქროდა,

გამშვიდებდი - ისევ მოვა მალე მარტი

და იების დაგშვენდება ლურჯი ქობა, 

ვით შუშანიკს სადედოფლო პალეკარტი.


არ ვიცოდი, ვინ იყავი, სადაური, 

არ მიკითხავს სალოცავი ანდა რჯული,

გიხდებოდა პენჯაბური ხატაური 

და თვალები, ვეფხვის მზერით დახანჯლული.


მთვარის გზებით მოდიოდა მთებში ღამე, 

ძლივს მოგაგენ, შემეცვალა ალბათ მხარი, 

აღსარების ცრემლით კალთა დაგინამე 

და შენ მაინც ერთი სიტყვაც არ მითხარი.


დრო გავიდა. ყანა უკვე სამკელია, 

ზოგჯერ მაკრთობს მოლოდინი ავი სეტყვის, 

ნუთუ ჩემთვის საამბობი დაგელია, 

ნუთუ დღესაც აღარაფერს აღარ მეტყვი.


შენთან მოსვლა არ მქონია განზრახული, 

იცის ღმერთმა, უნებურად მოვყევ ბადეს, 

დამიწოდე დროის რტოდან გაზაფხული, 

რომ მწყურვალი იმედები ამიყვავდეს.


გახსოვს ის დრო, როცა ცივი ქარი ქროდა, 

გამშვიდებდი - ისევ მოვა მალე მარტი 

და იების დაგშვენდება ლურჯი ქობა, 

ვით შუშანიკს სადედოფლო პალეკარტი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ