ქნარებში - კეთილი ტიროდა აშიკი, ვნებებში - მტარვალი ბრუნავდა გენია, მაღლიდან გროშივით გადმოყრილ ტაშისთვის, მე ერთი სტრიქონიც არ წამომცდენია.
დღეებიც დღეების დიდებას სდევნიან, ქანდარა დამეგმო, გამერთო პარტერი - მე ერთი ბრწაკედიც არ წამომცდენია.
ვინ იცის თვალთაგან რა თოვლი მდენია, რომ გამომეწვია წკვარამი დიაცის, კიმპალიც რა არი, - არ წამომცდენია.
მსუბუქად შეშლილი ნებიერ თითებთან, ნაკლებად ესმოდათ ჩემს ბოროტ მეგობრებს, ხარხარში ჩაკლული ტკივილის დიდება.
კეთილი გენიით მნათლავდა ყოველდღე და გაღმერთებული სიცილით ვტიროდი, სასახლის სვეტებზე გამობმულ პოეტებს.
ზოგისთვის ვაჟკაცი ზოგისთვის მკვეხარა, მე ვიყავ მოზარე, ვიდრე მომღერალი, აკაკის ცრემლებით დამბალო ქვეყანავ. |
პოეზიის გვერდი • • • |