მინდორში ვარ და გაზაფხულს ვბაძავ, ვქოშინებ და ვასავსავებ ხელებს, არც გიმხელ და არც გიმალავ ასაკს, სულერთია ოცდაათის მერე.
მეც ნაბადი დიდოსავით ვთელე, ვარ თუ არა სიყვარულის ღირსი, სულერთია ოცდაათის მერე.
წყალდიდობა დამავიწყდა ღელეს, ყველაფერი, აქ სიკვდილის გარდა, სულერთია ოცდაათის მერე.
და ჰფანტავდა სიჭაბუკის ფერებს, გამწირავ თუ შემივრდომებ ქალო, სულერთია ოცდაათის მერე.
ნაფოტები სულ შერჩება ჭერებს, დიდებაც და გვირგვინებიც ეკლის სულერთია ოცდაათის მერე.
სხვა ხავერდებს ვერ შეიჩვევს ბაგე, მარადისი კურთხევა და ლოცვა მას, რაც დარჩა ოცდაათის აქეთ.
და წარსულში თვალს ვადევნებ ძველებს... მოსახდენი რა ხანია მოხდა! ნუ მომძებნი ოცდაათის მერე. |
პოეზიის გვერდი • • • |