ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული, ბუნებით შავი, ხელოვნურად გათეთრებული, ლამაზ რითმისთვის ერთის წუთით ჩაფიქრებული ვამაყობ მითი, რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.
ყოველთვის მელის მშვენიერი ქალთა კრებული. მხოლოდ უაილდს ყელსახვევი გაკვირვებული. მათრობს გაშიში, სურნელება ძველი, სპარსული.
მაგრამ ბოდლერის ცივი ლანდი მე თუ მენდობა, ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი.
შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის ყვითელ ხავერდსა და რუსთველთან გადავდივარ მე ალავერდსა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |