კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:20

 

 

 

შენ როცა გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,

თმებს გიხელს შენი ოფელია მწვანე თითებით.

იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში

და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.


გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად,

ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,

და თუ დაჰკოცნი იმის თითებს დაუკაწრავად

ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს.


ქვეშევრდომ პეტს ენა მეტად დაგებორკება,

ახლა საყურეს დაჰპირდები შენ, უხერხული.

მან დაგავალა შენ მესტების ფეხზე მორგება

და ემზადება, რომ გამართოს შენთვის ფერხული.


სურს ოფელიას პირველობა და ძვირფასობა,

ქალწულ სურვილებს შენ გაგიმხელს, შენ დაგენდობა,

და თუ მხოლოდ შენ გეკუთვნოდა ეს დარბაზობა,

აღარ სჭირდება ოფელიას ცოდვის შენდობა.


და ეს შეხვედრა კიდევ ხშირად რომ გამეორდეს,

რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი,

შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს,

რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად ერთი. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ