გული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა!
შევხედე, ვეღარ ვიცანი: ათიათასი წყლული სჭირს - ტანჯვა-ვაების ნიშანი.
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა. ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს, ცრემლის მორევში დნებოდა.
აღარაფერი სცხებოდა. ვასუსუვ-ვანუგეშებდი, არ მისმენს, არა სცხრებოდა.
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა. გავიგე, რადაც სტიროდა და რისათვისაც ბნდებოდა:
თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |