გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს, შემდეგ იქცევი მიწადა, მანამა სცოცხლობ ჩემთანა, შენც უნდა იყო ბიჭადა!
შესვი, დალიე ხარბადა: ზოგი გვირგვინად დაიდგი, ზოგი ჩაიცვი კაბადა, საწყევრად ისიცა კმარა, როცა ვიქცევით ლაფადა;
ჭია-ღუების საჭმელად, აღარ გვეცალოს სატირლად, აღარც სიმღერის სათქმელად, სამარის ქვასა ზედ ეკრას ნარი და შამბი სანთელად;
დილის მზეც ამოდიოდეს, ურიცხვი გუნდი ყვავილთა მიწიდამ გამოდიოდეს, სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა, ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |