კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:19

 

 

 

რატომ მოიჭრა ვან-გოგმა ყური,

რამ აიძულა, ეს ექნა ნეტა?

ნუთუ არ ჰქონდა საბრალოს პური,

იქნებ, ქუჩების უწევდა ხვეტა?


იქნებ დააკლდა წითელი ფერი

და საღებავად იხმარა სისხლი,

ან იქნებ შეხვდა ვიღაცა შტერი

და ჩააზილა მუცელში წიხლი.


იქნება ქალი უყვარდა მრუში?

- ვერ აიტანა მისი ღალატი?

ან ჭიანჭველა შეუძვრა ყურში

და დაეკარგა უცებ ტალანტი?


იქნება, როცა არ ჰქონდა ხურდა,

დააგირავა დედის თილისმა?

იქნებ, უბრალოდ გოგენის შურდა?

იქნებ, დასჩემდა ბევრი ღვინის სმა?


იქნებ მოჰპარა ვიღაცამ ფუნჯი,

უსაყვარლესი დაუწვა ტილო?

ან დაუსიეს ფრანგებმა დრუნჩი

ჰოლანდიური რომ ჰქონდა კილო?


მაგრამ სხვაგვარი ვერსია მაქვს მე,

მენდეთ, რადგანაც ვიცი ნამდვილად,

სულ სხვა რამეში ყოფილა საქმე

ეს აიხსნება ბევრად ადვილად:


გენიოსების მძიმეა ტყავი,

გამოუცვლელად როცა გაცვია...

სწორედ ამიტომ მოიკლა თავი

და ორმოც წლამდე ვერ მიაღწია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ