კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:30

 

 

 

სიზმარია ცხოვრება

- ხვალ არ გემახსოვრება.

"მიყვარს, ჩემი ქალია"

- ამბობს, სანამ მთვრალია.


როცა გამოფხიზლდება,

უკვე შვილიც იზრდება.

მერე ისევ დათვრება,

უკვირს: რა ემართება?


ნატრობს ფულის მარწუხებს,

სხვა სულ აღარ აწუხებს.

ყველაფერს ცოლს აბრალებს,

დარბის, ეძებს სხვა ქალებს.


პირჯვარს იწერს ტაძარში,

მერე კაცს კლავს აზარტში.

სხვის ცრემლებზე არ ღელავს,

გადაგივლის, გაგთელავს.


ვერ მეტყველებს ქართულად,

ვერც ლექსებით გართულა.

მისთვის ტლუ და ცუდია

- ვინც არა ხელმრუდია.


სინდისზე აქვს ნიჟარა.

მგელთან არის მშიშარა.

კრავებთან კი მგელია

- ნამდვილი ქართველია!


მოკლედ, არის არსება,

მე რომ არ მევასება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ