სადღაც შორს იყო გამოსალმება, სადღაც შორს ზღვასთან სდუმდნენ ნივთები. მე რომ ვატარებ წმინდა წამებას, ბევრია ამის მაგალითები.
მთას გადუარეს წუხელ ქარებმა. ვიღაცას უნდა ვიღაცის ნახვა, ახლა ის მიდის და ეჩქარება.
ვიცოდე, მაინც ამას რა ქვია? სადღაც შორს უცებ შეწუხდა ვიღაც, სადღაც შორს ქალი დაფიქრდა გვიან.
სადღაც შორს ზღვასთან სდუმდნენ ნივთები მე რომ ვატარებ წმინდა წამებას, ბევრია ამის მაგალითები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |